სათაური––ხერხემლის პრობლემები

კითხვა: გამარჯობათ აფხაზეთიდან გიკავშირდებით ზურგის ტკივილი და ფეხის ტკივილი მაქ საშინელი ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე გამომიწერა ნემსები რამდენჯერმე შედეგი არაფერია ტკივილი საშინელია ვერ მიყუჩებს გამაყუჩებელი და ასე უშედეგოდ 4 თვეა ვმკურნალობ და თქვენთან როგორ მოვხვდე და რა ფასები არი გამოკლევაზე ტომოგრაფიის?
პასუხი:

მოგესალმებით! ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება.
ზურგის ტკივილის მიზეზი ათიდან რვა შემთხვევაში ოსტეოქონდროზია. მას განაპირობებს ფიზიკური გადატვირთვისას მიღებული ქრონიკული მიკროტრავმები, გაციებითი დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცუდი ფიზიკური განვითარება, გენეტიკური განწყობა. ოსტეოქონდროზის სიმპტომებია ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებულ სახსრებში.ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის:
* ინფექციები;
* ტრავმები;
* სიმსივნეები;
* მაანკილოზებელი სპონდილიტი;
* სკოლიოზი;
* ასაკთან დაკავშირებული პრობლემები: ხერხემლის სტენოზი და დისკოს თიაქარი ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს,შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისარგებლოთ ამ აქციით .ასევე გვაქვს მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება ,მხოლოდ 270 ლარად ჩაიტარებთ მთლიანი ხერხემლის კვლევას, კვლევის შემდგომ კი გაივლით ნეიროქირურგთან ვიზიტს. სწორედ ექიმთან გასაუბრება,კვლევები და დიაგნოზის დაზუსტება მოგვცემს საშუალებას დაგეხმაროთ . აქციებზე მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25. .გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა