ამფეტამინი

კითხვა: გამარჯობა, რა მინდა გკითხოთ გთხოვთ რომ მიპასუხოთ ძალიან მნიშვნელოვანია,მოკლედ ვიწექი ნარკოლოგიურში ტაბლეტების გამო ეგრედ წოდებული ბაკლოსანის გამო გამარეკინა კედლებს ველაპარაკებოდი და დამაწვინეს ნარკოლოგიურში,იქიდან რომ გამოვედი ვიმკურნალე და 8 თვე საერთოდ არაფერს გავკარებივარ ეს„2 თვე ისევ ვსვავდი გრიმოდინს 1 ცალს და 2 ცალ ფენიბუტს და 3 დღის უკან პრეპარატი მივიღე რომელსაც ქვია ანფეტამინი მთელი ღამე გავათენე ვერც ვჭამე ვერაფერი და გუშინ ისევ ხმები მესმოდა ყურებში რაღაცეებს მელაპარაკებოდნენ და დღესაც იგივე განმეორდა რა ვქნა რას მირჩევთ აღარ ვიცი ვის მივმართო ეს ხმები ჭკუიდან შემშლის მალე. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამფეტამინი წარმოადგენს სინთეზურ ნივთიერებას, რომელსაც აქვს ფსიქომასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედება.
ამფეტამინის ზემოქმედება იწვევს მანიაკალურ აზრებს, დაუფიქრებელ მოქმედებებს, მძაფრ და არაადეკვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით. დროთა განმავლობაში ჩნდება უმიზეზო შფოთვა და ეჭვი.
ამფეტამინების რეგულარული მოხმარება იწვევს თავბრუხვევას, თავის ტკივილებს, მხედველობის გაუარესებას, ძლიერ ოფლიანობას, ინფარქტს, ინსულტს, ნერვულ გამოფიტვას, იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, შეუქცევად ცვლილებებს თავის ტვინში, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების, მათ შორის, ღვიძლის დაზიანებას.
სასურველია თუ სამომავლოდ გაითვალისწინებთ ამ შემთხვევას და თავს აარიდებთ გართობის მსგავსს საშუალებებს, ვინაიდან განმეორების შემთხვევაში პათოლოგიური სიმპტომები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს.
პრევენციის მიზნით თქვენთვის აუცილებელია, კვლავ მიმართოთ ნარკოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც მკურნალობა მიმდინარეობს ანონიმურად, შეარჩევენ, სპეციალურ-ინდივიდუალურ მკურნალობის რეჟიმს და დაგეხმარებიან რესოციალიზაციაში.
ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებათ.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა