კითხვა: მოგესალმებით. მყავს 61 წლის დედა, რომელსაც 8 წლის წინ გაკეთებული აქ ქოლეცისტექტომია. გაზაფხულზე დაეწყო კუჭისმხრივ პრობლემები, გასტროსკოპიით დაუდგინდა კარდიის და პილორუსის უკმარისობა, ვიმკურნალეთ. 20 დღის წინ სახეზე შეფერილობა არმომეწონა თითქოს გაყვითლდასავით , სკლერები და ლორწოვანი ფერშეუცვლელი იყო. გავაკეთეთ ღვიძლის პუნქცია. ყველაფერი ნორმაშია გარდა პირდაპირი ბილირუბინისა. პირდაპირი ბილირუბინი არის 3,8 ნორმა მითითებულია < 3,4 ძალიან შევშინდი, გავაკეთეთ შარდის საერთო ანალიზი სადაც ბილირუბინი უარყოფითია, ურებილინოგენო ნორმა არის მითითებულია, ბ და ც უარყოფითი , A ჰეპატიტზე დადებითი ჩამოგვივიდა პასუხი ,მაგრამ გავაკეთეთ A ჰეპატიტის მწვავე ფორმა სადაც პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტები დაბალი, ჰემოგლობინი დაბალი, ჰემატოკრიტი დაბალი, როე,ლეიკოციტები ნორმაში. მაინტერესებს რამ გამოიწვია სიყვითლე? და პირდაპირი ბილირუბინის მატება, ხომ არ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი ჰემოლიზურ ანემიასთან ,ან ქოლეცისტექტომიასთან ან კიდევ ღვიძლის პრობლემასთან.?
პასუხი:
მოგესალმებით! უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან , თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები , ანამნეზის შეკრების საფუძველზე შესაძლებელი იქნება გაგცეთ კორექტული პასუხი ,საჭიროების შემთხვევაში გირჩევთ ალტერნატიულ ექიმთან კონსულტაციას . უფასო კონსულტაციის ფარგლებში ქირურგთან ვიზიტი შეგიძლიათ განახორციელოთ ხუთშაბათს ან შაბათს , სადაც პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !