სათესლე ჯირკვლების ტკივილი

კითხვა: გამარჯობა მარჯვენა კვერცხი მტკივა თითქოს და რაღაც რომ ქაჩავდეს ესეთი შეგრძნება. როგორ მოვიკცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
სათესლე ჯირკვლები მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ იქ გამომუშავდება სპერმა და მამაკაცის ჰორმონები. ამრიგად, მათ გარეშე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობა წარმოუდგენელია.
სათესლე ჯირკვლების ტკივილის უკან შესაძლოა არაერთი დაავადება იმალებოდეს, რომლებიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზი აქვს და სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, ამიტომ მისი აღმოცენებისას სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
როგორც აღვნიშნეთ, სათესლე ჯირკვლების ტკივილს არაერთი დაავადება იწვევს, მათ შორის – ორქიტი, ვარიკოცელე, ჰიდროცელე, ჯირკვლის შემოგრეხა, პროსტატიტი, ზოგჯერ პროსტატიტის, თირკმლის ჭვალის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის დროს, ხდება ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) სათესლე ჯირკვლებში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიურ დეპარტამენტში , შეგიძლიათ ისარგებლოთ კვალიფიციური უროლოგის უფასო კონსულტაციით, ექიმი სათანადო კვლებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, გაცნობებთ რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა