შმორლის თიაქარი

კითხვა: გამარჯობა, 24 წლის მამაკაცს, რომელიც ბავშვობიდან კარატეში ვარჯიშობდა. ამჟამად დამოუკიდებლად ვარჯიშობს სპორტ დარბაზში . წელის არეში დაუდგინეს შმორლის თიაქარი. რას შეიძლება გამოეწვია ეს დავაადება? რა სახის ვარჯიშების შესრულება ეკრძალება მას? გართულების თავიდან აცილებისთვის სპორტის რომელი სახეობაა რეკომენდირებული? თქვენს კლინიკაში პირადი ექიმი რომ ავიყვანოთ როგორ მოვიქცეთ? ეს ახალგაზრდა მაგისტრატურის სტუდენტია, აქამდე სარგებლობდა იმედი-L ის კორპორატიული დაზღვევით. საყოველთაო დაზღვევაში გვინდა ჩართვა. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენს მიერ აღნიშნული შმორლის თიაქარი წარმოადგენს რენტგენოლოგიურ ტერმინს, რომელიც ასახავს მალთაშუა დისკის “გამოდრეკას” ზედა ან ქვედა მალის სხეულში. 

მისი განკურნება არ ხდება, მაგრამ საჭიროა ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს პაციენტმა  მალთაშუა თიაქრის აღმოცენება.

რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიშები, რომელზეც რეკომენდაციას ექიმი გასცემს.

არ არის მიზანშეწონილი ვერტიკალურ მდგომარეობაში  დატვირთვა.

უნდა მიმართოთ ნეიროქირურგს.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნეიროქურურგთან უფასო კონსულტაციას, სადაც შეფასდება პაციენტის მდგომარეობა ობიექტურად და დაენიშნება ინდივიდუალური მკურნალობა. 

ვიზიტისას თუ გამოიხატება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საჭიროება, აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკვი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები. 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა