სასქესო ორგანოს ქავილი - გინეკოლოგია

კითხვა: ვარ 22 წლის რამოდენიმე დღით გარეთა სასქესო ორგანო მექავებოდა განსაკუთრებით ღამით ვიკეთებდი სოდის აბაზანას ისიც რამოდენიმეჯერ და გამიარა რასთან შეიძლება მქონდეს საქმე სოკოა თუ ინფექცია?
პასუხი:

მოგესალმებით,
სასქესო ორგანოს ქავილის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:

  • ბაქტერიული ვაგინიტი;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ალერგიული რეაქციები და ა.შ.

არომატული საპნები, ქაფიანი აბაზანები და საშხაპე გელები – ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში, ასევე იწვევს კანის გამოშრობასა და გაღიზიანებას, რასაც მოჰყვება ქავილი, ამიტომ გირჩევთ:

  • არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები;
  • გამოიყენეთ ბამბის საცვლები და ხშირად გამოიცვალეთ;
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი აქტისგან;
  • ეცადეთ, არ მოიქავოთ ინტიმური ზონა;
  • დაიცავით ჰიგიენა.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებს, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა