მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, როგორც თქვენ გვიხსნით თქვენს შემთხვევაში, ეს არის შემცირებული მენსტრუაცია ანუ ოლიგომენორეა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ავიტამინოზი;
- ხშირი დიეტა;
- ჰორმონული დარღვევა;
- ფსიქიკური ტრავმა;
- ინფექციური დაავადება;
- გინეკოლოგიური ჩარევა;
- ღვიძლის დაავადებ;
- სიმსუქნე.
არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა.
თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი:
- განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი;
- ჩატარდეს ფუნქციური ტესტები.
დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე.
მიმოწერის რეჟიმში, პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ. შესაბამისად, გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლვებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!