საშვილოსნოს ყელის ეროზია

კითხვა: გამარჯობა. კოაგულოგრამით კვლევის დროს აღმომაჩნდა, რომ საშვილოსნოს ყელი არის ჩახეული მშობიარობის შემდგომ და ეროზირებულია, ექიმმა მირჩია ყელზე ოპერაცია და წყლულების მოწვა. თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ჯდება თქვენთან ეს ოპერაცია?
პასუხი:

მოგესალმებით!
ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გამოკვლევის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, კოლპოსკოპიურ კვლევას, დაზიანებული უბნების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ და ციტოლოგიურ შესწავლას.
არის ნიუანსები, რომელზეც ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ ექიმს შეუძლია, ამიტომ შემოგთავაზებთ, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, უშუალო ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებთ ჩვენი გინეკოლოგი.
გაცნობებთ, რომ წინასწარი ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა