მოგესალმებით,
ზოგადად, სარძევე ჯირკვლის დაავადების რისკჯგუფებში შედიან პაციენტები ვისაც აქვთ ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდომეტრიოზი, ან დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება ან რთულად ექვემდებარება ჰორმონულ თერაპიას.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით მამოლოგიური კვლევის შემდეგ რა დიაგნოზი დაისვა, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
აუცილებელია, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ მკურნალობა, შესაბამისი მითითების გარეშე.
თქვენ გესაჭიროებათ გინეკოლოგისა და მამოლოგის კომპლექსური მეთვალყურეობა. შესაბამისი ჰორმონოთერაპია და დინამიკაში დაკვირვება.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს ექიმს და სთხოვოთ დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, მკურნალობის დადებითი და უარყოფითი შედეგების შესახებ.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !