შარდკენჭოვანი დაავადება, ართროზი

კითხვა: მაქვს თირკმელში 25 მმ კენჭი, შეიძლება თუ არა ეს იწვევდეს წელის საშინელ ტკივილს, შეიძლება თუ არა ეს კენჭი კავშირში იყოს ართროზთან
პასუხი:

მოგესალმებით, კონკრემენტი (კენჭი) კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, ლოკალიზება, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი. ეტიოლოგიის მიხედვით არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი კენჭები, გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი და ასევე მედიკამენტების მიღების გამო წარმოქმნილი. ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის, ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს, სახსრის ხრტილი ელასტიურობას კარგავს და პაციენტს ეს მოძრაობისას ტკივილს აყენებს, იგი იძულებით იწყებს სახსრის დაზოგვას, ვითარდება ამ სახსრის ჰიპოდინამია, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს კუნთების ლოკალურ ატროფიას და მყესების განლევას, კონკრემენტი კავშირში არაა ართროზთან, თუმცა შესაძლებელია წელის ტკივილებს იწვევდეს. გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
ექიმი უშალო კონსულტაციისას შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევებს და დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა