მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროს პაციენტმა სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი, თუ დადასტურდა სარძევე ჯირკვლის ზომების მატება, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
გინეკომასტია -სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში. გინეკომასტია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის გაზრდა) და ცრუ (გასუქების შედეგად).
დიდი მკერდი მამაკაცებს უქმნის ესთეტიურ და მორალურ დისკომფორტს, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება დეპრესია. პათოლოგიური გინეკომასტიის მიზეზი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: გინეკომასტია შეიძლება წარმოიშვას მამაკაცის სასქესო ჰორმონების-ტესტოსტერონის შემცირებით ან ქალის სქესობრივი ჰორმონის - ესტროგენების მეტობით.
არსებობს ასევე იდიოპათიური გინეკომასტია. ამ სახის გინეკომასტიის მიზეზი უცნობი რჩება, რადგან კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება, ხოლო კლინიკური სურათი არ თავსდება ფიზიოლოგიურ გინეკომასტიაში, ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ იდიოპათიურ გინეკომასტიაზე.
საჭიროა ამ მდგომარეობის მიზეზის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვა დასკვნიდან გამომდინარე. გინეკომასტიის მკურნალობა მიზეზის აღმოფხვრას გულისხმობს, რომელმაც მისი განვითარება გამოიწვია.
გინეკომასტიის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული და ქირურგიული.
პაციენტის ნახვის შემდეგ ტარდება რიგი ლაბორატორიული (ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დასადგენად) და ინსტრუმენტული გამოკვლევა, საჭიროების მიხედვით. მოზარდებში გინეკომასტიის დროს, როცა დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს, ჰორმონულ გამოკვლევას არ ნიშნავენ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ და შეირჩევა მკურნალობის აპრობირებული მეთოდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ჩემს შვილს (ბიჭი) მკერდი ზომაზე ოდნავ მეტად გაეზარდა განსაკუთრებით წამოწეული აქვს კერტები რომელ სპეციალისტს ვაჩვენო
პასუხი: