კითხვა: გამარჯობა. ძალიან გთხოვთ. მირჩიოთ რომელი წამალი ვიყიდო. სვარკისგან დაზიანებულ თვალზე სახმარად. ანუ. მეუღლეს ძირითადად უწევს სვარკაზე მუშაობა და შემდეგ თვალის ტკივილები აქვს ძალიან. რა წამალია ამ დროს კარგი ან რა მეთოდი რო ტკივილი დაუამდეს. გთხოვთ მომწეროთ. მადლობა.
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად თვალის წვეთებზე მითითებას ვერ მოგცემთ, აუცილებელია მეუღლემ გაიაროს კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.
სადაც პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევებით შემოწმდება აქვს თუ არა თვალს რაიმე გარეგნული დაზიანება და აპარატულად შემოწმდება ფსკერისა და ბადურის მდგომარეობა.
დამოუკიდებლად, ერთი შეხედვით უწყინარი წვეთების დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს გარსის ანთება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაუნიშნავს თქვენს მეუღლეს შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !