მოგესალმებით!
სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს.
ტკივილს სახსრებში ასევე იწვევს მთელი რიგი მიზეზები, როგორიცაა სიმსუქნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, სახსრების ტრავმა, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები, სახსრის ფუნქციური გადატვირთვა და ოსტეოართროზი.
სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:
● დეფორმაცია;
● ტკივილი;
● სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია;
● საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა.
სახსრების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია , რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.
უნდა მოვერიდოთ სიმძიმეების აწევას, აუცილებელია სწორი კვება.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ კისრის თიაქარის ოპერაცია, შესაძლებელია სახსრების ტკივილს ხერხემლის პათოლოგიებიც იწვევდნენ, თუმცა დისტანციურად ამაზე დაზუსტებით საუბარი, ჩვენი მხრიდან არაპროფესიულია.
ზუსტი დიაგნოზის დასასმელად , უმჯობესია გაიაროთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს.
უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა! ვარ 46 წლის კალბატონი,3 წლის წინ გავიკეთე კისრის მე-6 მალაზე თიაქრის ოპერაცია.ძალიან მაწუხებს სახსრები თითქმის ყველა სახსარი ისე მტკივა ვეღარ დავდივარ და მგონია მალე სულ გამთიშავს.გავიკეთე ც რეაქტიული და არტროის ანალიზი მარა არაფერი გაქვსო ექიმმა.მე მაინტერესებს ეს ტკივილები შეიძლება თუ არა იყოს გამოწვეული ხერხემლიდან ,რადგან ვიცი რომ კისრის 4.5.6.7 მალაც ავადმყოფი მაქვს.წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: