მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა.
მისი მიზეზია კუჭის მჟავე შიგთავსის, უფრო იშვიათად – ნაწლავების შიგთავსის, განმეორებითი რეფლუქსი (უკუდინება) ეზოფაგური სპინქტერის ფუნქციის დარღვევის შედეგად.
კუჭის წვენის ზეგავლენით ვითარდება საყლაპავის ანთება, რაც შედეგად იწვევს ეროზიებისა და წყლულების გაჩენას ნაწიბურების შემდგომი განვითარებით.
რეფლუქს-ეზოფაგიტის გამომწვევი მიზეზია, საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება, რომელსაც ხელს უწყობს კუჭში წნევის მატება,
მისი გამომწვევი ფაქტორებია:
● სიმსუქნე;
● ჭამის შემდეგ კუჭის შიგთავსის რაოდენობის მატება;
● თამბაქოს წევა;
● დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება;
● ზოგიერთი მედიკამენტი;
● სხვადასხვა დაავადებები: სკლეროდერმია, მიოპათია და სხვა.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ეს იყოს საყლაპავის თიაქარი, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან ყოფს. ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.
საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს.
ასეთ დროს მოსალოდნელია:
● ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
● დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
● ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.
საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული ჩარევითაც.
დისტანციურად პასუხის გაცემა მკურნალობის რომელი მეთოდი გესაჭიროებათ, არ იქნება კორექტული, ამიტომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, გაიაროთ კონსულტაცია, თუ გამოირიცხება კუჭ–ნაწლავის პრობლემები, მკურნალობაში ჩაერთვება ქირურგი, რომელთან ვიზიტიც აქციის ფარგლებში უფასოა. უშუალო ვიზიტისას შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად, ჩაგიტარდებათ, საჭიროების შემთხვევაში კვლევები და ყოველივე ამის შემდეგ, დაისმება ზუსტი დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
კონსულტაციისას თუ საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30649/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
გაცნობებთ, რომ ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !