მუკოიდური ცისტა

კითხვა: გამარჯობა. თავისტკივილებმა შემაწუხა და გადავიღე ტომოგრაფია.მითხრეს ჰაიმორის წიაღში მარცხენა მხარეს აისახება კისტა.ეს რამდენად საშიშია და ოპერაცია არის საჭირო თუ არა.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ, მუკოიდურ ცისტაზე, რომელიც არის ანთებითი წარმონაქმნი, რომლის არსებობას ხშირად სიმპტომები არ ახლავს და შემაწუხებელი ხდება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება ტკივილი შესაბამის მიდამოში, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ცხვირიდან.
ინფიცირების (ან სინუსიტის გამწვავების) შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი თერაპიული მკურნალობა და თუ თერაპიული მეთოდით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალოდ გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და ამის შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა