საკეისრო კვეთა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა ვარ 36კვირის და3 დღის მტკივა თირკმელი ამ დროს საკეისროს გასაკეთებლად რა ვაადაა დაშვებული
პასუხი:

მოგესალმებით,
საკეისრო კვეთა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც, გაკვეთის საშუალებით ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა.
საკეისრო კვეთის აუცილებლობას წყვეტს მეან–გინეკოლოგი, კლასიფიცირებისა და გადაუდებლობის ხარისხის მიხედვით, კერძოდ:

  • დედისა და ნაყოფის სიცოცხლის უშუალო საფრთხე;
  • დედისა ან ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, სიცოცხლის უშუალო გადაუდებელი საფრთხის გარეშე;

არ აღინიშნება დედისა და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, მაგრამ საჭიროა ადრეული მშობიარობა.
გეგმიური საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ≥ 39 კვირის ვადაზე, ხოლო ტყუპით ორსულობის დროს ≥ 38 კვირაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს. დაუკავშირდით ან განახორციელეთ მასთან ვიზიტი და ჩააყენეთ საქმის კურსში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა