კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს თქვენს კლინიკაში რა შეღავათით სარგებლობს ორსული და რამდენი კვირიდან უნდა აიყვანოს ექიმი? მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
თუ თქვენ სხვა კლინიკაში არ ხართ აღრიცხვაზე, მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" სადაც, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა.
ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურების ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-12 კვირამდე უნდა მოგვმართოთ.
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა გინეკოლოგიურ მომსახურებებს ( ანალიზები, ექოსკოპია).
ასევე, ისარგებლებთ მეან–გინეკოლოგთან 8 უფასო ვიზიტით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !