კითხვა: გამარჯობა ძუძუს ვაჭმევ ბავშვს და შეიძლება საიტოტეკის მიღება ორსულად ვარ
პასუხი:
მოგესალმებით,
სავრაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს. შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
მედიკამენტური აბორტი არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა, რადგან აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რაც ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს. მაგალითად, შესაძლოა, განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთანავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას.
სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს ან გინეკოლოგს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/32
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !