მოგესალმებით,
რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ნებისმიერ ასაკში ზედა სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
რინოსინუსიტს იწვევს ცხვირის დანამატი წიაღებიდან ცხვირის ღრუში გამომავალი ბუნებრივი ხვრელის ობსტრუქცია და ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ფუნქციის დარღვევა.
გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება, იყოს ცხვირის წარმონაქმნების ანატომიური ვარიაბელურობა, ცხვირ-ხახის ადენოიდები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება, ასევე — ყველა ის დაავადება, რომელიც კი ცხვირით სუნთქვის დარღვევას იწვევს.
სუნთქვის შესამსუბუქებლად შეიძლება სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენება, თუმცა მკაცრად განსაზღვრული დოზირებით და ხანგრძლივობით — 5-7 დღე, თუმცა როგორც თქვენ მოგვითხრობთ, წვეთებს იყენებთ ამაზე მეტხანს, ასეთ შემთხვევაში კი, შეიძლება განვითარდა ცხვირის ნიჟარების შეუქცევადი ჰიპერტროფია.
ნიჟარების შეფუების გამო ცხვირის შუა სავალებიდან, სადაც დანამატი ღრუების ხვრელი იხსნება ლორწოს ევაკუაცია ძნელდება, დრენაჟის შეფერხება კი ანთებით პროცესებს იწვევს.
ის ,რომ თქვენ გახდით „წამალდამოკიდებული „ ,ასეთი ვერსია არადამაჯერებელია . უფრო მეტად გასათვალისწინებელია ის ,რომ თქვენი ჰაერსავალი გზები არის ანატომიურად და სტრუქტურულად შეცვლილი და საჭიროა სპეციალისტის მიერ მოხდეს ვითარების შეფასება . იქნება თუ არა ოპერაციული მკურნალობა საჭირო, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს ცხვირის ღრუს და თავად გაგცემთ ამომწურავ პასუხს, შემდგომი მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,რამდნეიმე თვის წინ გავცივდი და ცხვირში ვიწვეთებდი ნაფტიზინს რამაც გამოიწვია დამოკიდებულება და მის მერე ჩასაწვეთებლის გარეშე რამდენიმე საათზე დიდხანს სუნთქვა არ შემიძლია(სავარაუდოდ მაქვს წამალდამოკიდებული რინიტი).თუ შეგიძლიათ მითხრათ რითი შეიძლება მკურნალობა და ოპერაცია ხომ არ არის საჭირო?
პასუხი: