კითხვა: ჩემს შვილს (ვაჟი) მკერდის დაბლა ორივე მხარეს აქვს ღია ფერის წითელი ლაქები..მარტომკერდის დაბლა..რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული??
პასუხი:
მოგესალმებით!
კანზე განვითარებული პრობლემების დროს დიაგნოზი ძირითადად უნდა დაისვას თვალით, იმის დადგენა, თუ რამ განაპირობა ამ ლაქების გაჩენა, მხოლოდ დერმატოლოგს შეუძლია. ზოგადად გეტყვით, რომ ლაქების გაჩენა შეუძლია სოკოვან ინფექციას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებამ, ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითმა პროცესმა, ზოგმა შინაგანმა დაავადებამ, ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება ჰიპერპიგმენტაციას შეუწყოს ხელი. თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებმა, სასქესო ჰორმონებმა, მიკროელემენტებმა (სპილენძი, თუთია, რკინა) და სხვა.
პირველ რიგში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომლიც ლაქების გაჩენის მიზეზს დაადგენს და შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !