კითხვა: გამარჯობა, კოლკოსკოპიაზე მითხრეს რეტენციული კისტები რას ნიშნავ და რამდენად საშიშია. მედიკამენტებით თუ იკურნება
პასუხი:
მოგესალმებით ! რეტენციული კისტა არის წარმონაქმნი , რომელიც ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად ვითარდება. მისი მკურნალობა ეფექტური და მართებულია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით -ანუ ამოკვეთით. დაავადების იგნორირება,ანუ კისტის ამოკვეთის გარეშე დატოვება გამოიწვევს გარკვეულ გართულებებს , შესაძლოა მისი სიმსივნედ გარდაქმნაც. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !