კიდურების დაბუჟება - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ 30 წლის,მაინეტერესებს ჩემი სიმპტომებიდან გამომდინარე თუ მეტყვით რომელ ექიმთან მივიდე,მაქვს თავბრუსხვევები,ცოტა მახველებს კიდევაც,დაბუჟებები(ხელი,ფეხის,სახის)ასევე მალე ვიღლები და მალევე ვოფლიანდები,მიჭირს დიდი ხნით ფეხზე დგომა,ხანდახან მაქვს ჩხვლეტის შეგრძნება გულის არეში და მაქვს ბეჭ ების წვაც რაც შემაწუხებელია ძალიან,ასევე მაქვს ლეიკოციტები სისხლში ოდნავ მომატებული,რას მირჩევთ რომელ ექიმთან მივიდე
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ საქმე ეხება როგორც ანგიოლოგიურ, ისე კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს.
თქვენ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ანალოგიურ შეკითხვაზე. შევეცდებით, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
ოთხივე კიდურის ერთდროულად დაბუჟება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:

  • ტკივილი;
  • ქავილი;
  • გრძნობის დაკარგვა;
  • კუნთების სისუსტე.

თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს, შეიძლება ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს, რაც შესაძლოა განაპირობოს:

  • ტრავმამ;
  • განმეორებადმა მიკროტრავმამ;
  • ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ;
  • ტოქსიურმა ფაქტორებმა;
  • შაქრიანმა დიაბეტმა.

ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიული ნეიროპათია ეწოდება. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას.

ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღე არის პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან – ორშაბათი და სამშაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა