ატოპიური დერმატიტი

კითხვა: გამარჯობა.ჩემს გოგონას აქვს ატოპიური დერმატიტი 3წელია ვიტანჯებით ქავილით და გამონაყარით.აქვს ბევრი სახის ალერგია.გამოკვლევები გავუკეთეთ ალერგიის ცენტრში ბიძინა კულუმბეგოვთან.უამრავი წამალი ვასვით მაზები და შედეგი დიდი არაფერი.იქნება გვირჩიოთ რაიმე წამალი ან თუნდაც ექიმი ვის შეიძლება მივმართოთ.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ატოპიური დერმატიტი ხანგრძლივი (ქრონიკული) დაავადებაა რომელსაც ახასიათებს პერიოდული გამწვავებები.
ატოპიური დერმატიტის მკურნალობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. თუმცა სიმპტომური მკურნალობა, ამსუბუქებს ქავილს და პაციენტს თავიდან არიდებს ახალ გამწვავებებს.
სახლის პირობებში შეგიძლიათ მოერიდოთ უხეშ საპნებს და სხვა გამღიზიანებლებს, გამოიყენეთ სამედიცინო კრემები და მალამოები.
მიმართეთ დერმატოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და დაუნიშნავს ინდივიდუალურ მკურნალობას.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა