რამდენად საშიშია ნუშურა ჯირკვლების ანთება ?

კითხვა: შეგიძლიათ მითხრათ გლანდები თუ დროულად არ ამოიკვეთა შეიძლება ყელის კიბოში გადაიზარდოს?
პასუხი:

მოგესალმებით!   ნუშურა ჯირკვლები, წარმოადგენენ ტონზილებს (ე.წ. გლანდები), ინფიცირება  ხდება ბაქტერიით ან ვირუსით, რის შედეგადაც შუპდება და იწყება ანთებითი პროცესი. ამ დაავადებას ტონზილიტი  ეწოდება (ანგინა, ნუშურა ჯირკვლების ანთება).   სტრეპტოკოკით (ბაქტერია) გამოწვეული ტონზილიტი შესაძლებელია გართულდეს რევმატიული ცხელებით, თირკმლის დაავადებით (გლომერულონეფრიტი), მწვავე მონონუკლეოზით . ხოლო ვირუსული ტონზილიტის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ნუშურების აბსცესი (დაჩირქება). დაჩირქებული ნუშურები ძალიან მტკივნეულია და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რადგან შესაძლებელია ჩირქი გავრცელდეს და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს კისრის, იღლიის ან საზარდულის მიდამოში ლიმფური ჯირკვლების გადიდება. როდესაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე (3 ჯერ მაინც) ხდება გართულება , არის უკვე საოპერაციო ჩვენება.  ყურადღებამისაქცევია ლიმფური ჯირკველების გადიდება-დაზიანების  ხარისხი. (რათა თავიდან ავიცილოთ ლიმფური სისტემის დაავადებები). რაც შეეხება ყელის კიბოს--ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება --- ითვლება  ერთ - ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად  , ამიტომ საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება დროულად .

გმადლობთ, რომ დაინტერესდით  ჩვენი კლინიკით. გისურვებთ  ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა