მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს ქრონიკულ ვენურ უკმარისობას. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში,ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ.
ვენების დაავადებები უპირველეს ყოვლისა თრომბოზის თვალსაზრისით გვაშინებს. ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალშისაცემი პათოლოგია, ხოლო დაზიანებულ ვენაში თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა, რასაკვირველია, გაცილებით დიდია.
ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.
სხვა შემთხვევაში, ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
● გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
● ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
● თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
● ღვიძლის დაავადებები;
● შიმშილი (მკაცრი დიეტები);
● ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
კვლევის შემდეგ, სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და ამის შემდეგ შეარჩევს, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !