კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს შავი ლაქები როგორ მოვიცილო ცხვირზე?რას მირჩევდით?
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ე.წ. „ფერისმჭამელებზე", რაც არც ისე სასიამოვნო სანახავია და ხშირად გვიქმნის პრობლემებს. მათმა სათითაო “ამოღებამ" შეიძლება უარეს შედეგამდე მიგიგყვანოთ, ამიტომ შავი წერტილების მოსაშორებლად ყველაზე შედეგიანია კოსმეტოლოგთან ვიზიტი და სახის გაწმენდა. სახის გაწმენდის შემდეგ კოსმეტოლოგები ზრუნავენ ფორების შევიწროვებაზე, რათა გაფართოებული არ დარჩეს ფორები და მასში ჭუჭყი ადვილად არ ჩაჯდეს.
ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული ესთეტიკური მედიცინით, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !