ქსანთელაზმა

კითხვა: თვალის ზედა ქუთუთოზე მაქვს ცხიმგროვა,რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია ქსანთელაზმაზე და მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ზოგადად, ქსანთელაზმა მას უჩნდება, ვისაც სისხლში მაღალი ქოლესტეროლის ან რომელიმე სხვა ლიპიდის დონე აქვს.
ზედმეტი ცხიმი სხვადასხვა ორგანოში ლაგდება, ხშირად აზიანებს ღვიძლს და პანკრეასს, ზოგჯერ სისხლძარღვების კედლებზე გროვდება და ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის, იშვიათად კი ქუთუთოზეც დეპონირდება ყვითელ ცხიმგროვებად.
ქსანთელაზმები პროგრესირებენ, თუმცა ნელა. ზოგჯერ მრავლებიან კიდეც. შეიძლება, რამდენიმე მცირე ზომის ქსანთელაზმა გაერთიანდეს. წარმონაქმნს, წესისამებრ, მკაფიო კონტურები აქვს, არ არის მტკივნეული, არ იწვევს ქავილს და არ მოქმედებს მხედველობაზე.
ქსანთელაზმების მოშორება პლასტიკური ქირურგიის სფეროა და თუ პროცედურა არაკვალიფიციურმა ქირურგმა ჩაატარა, იზრდება გართულების რისკი.
დამოუკიდებლად არ ეცადოთ მის მკურნალობას და „მოშუშებას“, შეიძლება გამოიწვიოთ ოფთალმოლოგიური დაზიანება, ქუთუთოს დამოკლება ან შესამჩნევი ნაწიბური.
პირველ რიგში სასურველია მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობის მეთოდს.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა