ქრონიკული მასტოიდიტი

კითხვა: გამარჯობათ თხოვთ განმიმარტოთ ჩემ შვილს გადაუღე თავის ტომოგრაფია და აღმოაჩდა ქრონიკული მასდოდიტი გთხოვთ როგორ უნდა ვუმკუნალო
პასუხი:

მოგესალმებით! ქრონიკული  მასტოიდიტის  დიაგნოსტიკისათვის და   მკურნალობისთვის საჭიროა   სხვადასხვა  სპეციალისტები - ნევროლოგი, სტომატოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი.  მკურნალობისთვის საჭიროა  ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები , გარდა ამისა, ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, სპეციფიკური ანტიბიოტიკებიც  ინიშნება, რომლებიც მოქმედებენ  აერობულ და ანაერობულ ბაქტერიებზე. მასტოიდიტების მკურნალობის საწყის ეტაპზე, ტარდება ფიზიოთერაპიაც (UHF, SHF) . ამ დაავადებას ახასიათებს რეციდივებიც.  ჩვენი რჩევა იქნება, ბავშვი მიიყვანოთ საბავშვო კლინიკაში, სადაც ყველა სპეციალისტი ყავთ. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ  ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა