მოგესალმებით,
ქოლელითიაზი – ეს არის პათოლოგია, რომელსაც ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელითაც იცნობენ.
მის განვითარებასაც ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი ხასიათი, ჭარბი წონა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება, არასწორი დიეტა.
ნაღველკენჭოვანი დაავადება მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს მაშინ, როცა კონკრემენტი (ან კონკრემენტები) მშვიდად არის მიყუჟული ნაღვლის ბუშტში.
რაც შეეხება მკურნალობას, თუ თქვენი მდგომარეობა მძიმე არ არის (რაც, რაღა თქმა უნდა, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს), იმკურნალებთ სახლში, მიიიღებთ ტკივილგამაყუჩებლებს, დაიცავთ დიეტას. შეიძლება, ექიმმა კონკრემენტების დამშლელი რომელიმე მედიკამენტიც დაგინიშნოთ.
არის შემთხვევები, როცა ვითარება რთულდება და ქვებისგან გათავისუფლება ხდება საჭირო, ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ანუ ქოლეცისტექტომიაა.
ჩვენს კლინიკაში, ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით კეთდება – მუცლის კედლის გაკვეთის მაგივრად ქირურგი რამდენიმე მცირე (სულ რაღაც 0,5-2 სმ დიამეტრის) ნახვრეტს აკეთებს, საიდანაც მუცლის ღრუში მანიპულატორი შეაქვთ და ორგანოს კვეთენ.
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ძალზე ეფექტური, თანაც ნაკლებტრავმული მეთოდია, რომლის შემდეგაც პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა, თვითონ კონკრემენტის (კენჭის ) კლასიფიცირება შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი, ეტიოლოგიურად ინფექციურია თუ არაინფექციური და ა.შ.
ამიტომ, სჯობს მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი, დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
გაცნობებთ, რომ ქირურგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ვარ 54 წლის ნაღვლის ბუშტში მაქვს ქვა,ფაქტობრივად ვარ საოპერაციო.მაგრამ მეშინია და თავს ვიკავებ,ერთი კვირის წინ წნევა მქონდა 180/100,კრიზი,ღებინება,რადიოლოგმა მითხრა ნაღვლის ბუშტის ანთება,ერთი თვე მხოლოდ სუხარი,ჩაი და უმარილო ყველი მიირთვიო,წამალი არ დაუნიშნავს,მართალი გითხრათ ოზურგეთში არ ვფიქრობ არც ოპერაციას და არც მკურნალობას,იქნებ მირჩიოთ რაიმე და დამეხმაროთ მკურნალობის მხრივ ოპერაციამდე,ან იქნებ ქირურგიის გარეშე გამოვიდე მდგომარეობიდან,ჯერჯერობით ვსვამ საჭმლის მოსანელებელ საშუალებებს მხოლოდ,წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: