მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, დასაზუსტებელია როდის გაქვთ დაბუჟება, მხოლოდ დილით, გაღვიძებისას თუ მუდმივად,
ხომ არ შეიცვალეთ ბალიში, ზურგზე წოლა გახასიათებთ თუ არა.
მსგავსი სიმპტომების გამოწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი და მათ შორის სტრესით გამოწვეული დაბუჟებაც.
გასარკვევია, კისრის მალების მდგომარეობა, ამისთვის კი კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგრლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღნიშნულ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !