მოგესალმებით,
ზოგადად ქიმიოთერაპია რთული პროცესია და ხშირ შემთხვევებში დამახასიათებელია მსგავსი ალერგიული და უფრო მძიმე დაზიანებები ( მუკოზიტი ).
თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში გაქვთ თუ არა საშიშროება, ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ.
ცხადია,რომ ეს სიმპტომები პაციენტისათვის ქმნიან სერიოზულ დისკომფორტს და აუარესებენ ცხოვრების ხარისხს .
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ჩართულობა .
სწორედ მისი კომპეტენციაა იზრუნოს დამხმარე თერაპიის დანიშვნაზე და სხვა რეკომენდაციების მოცემაზე ,რაც უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს : პირის ღრუს ჰიგიენა და თერაპია ,საკვების ხასიათი და ფორმები , კანის მოვლა , ცხოვრების რეჟიმი და ა.შ.
შესაბამისად ,მიმართეთ მკურნალ ექიმს და სთხოვეთ მას ჩაგაყენოთ მკურნალობის თავისებურებათა კურსში .
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ ალტერნატიულ მომსახურებას , ვინაიდან თქვენი შვილი მკურნალობს ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში,ხოლო ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ, 14 წლის გოგოს აღმოაჩნდა ლეიკემია, მკურნალობას გადის იაშვილის კლინიკაში, უკვე 10 დღეა დაეწყო ალერგია საშინლად ექავება მთლიან ტანზე მოედო და დამწვარი აქვს ტანი სულ, მაინტერესებს რას შეიძლებოდა გამოეწვია და საშიში ხომარაა, ასევე პირის ღრუშიც აქვს. საჭმელს ვერ ჭამს
პასუხი: