პროსტატის ადენომა

კითხვა: 1წლის წინ. ბიოფსიით დამიდგინდა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (ანტიგენი სისხლში მქონდა 7,5). ექიმმა მშვილდაძემ დამინიშნა ურორეკი, რომელსაც ვსვავ დღემდე. ვარ დიაბეტიკი (25 წელი ინსულუნზე, შაქარი მაინც მოუწესრიგებელი, გამოხატული დიაბეტური ანგგიოპათია). 2 კვირის წინ, ვერ შევძელი მოშარდვა, ნო-შპა დ ა თბილი "გრელკა" და წვრილ ნაკადად შევძელი გაჭირებით. უსიამოვნო შეგრძნებით და შარდის ბუშტის ტკივილით. ტატიშვილის კლინიკაში ექოსკოპიამ აჩვენა პროსტატის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ნარჩენი შარდის გარეშე. ასოს თავი შესიებული. უროლოგმა დამინიშნა დერმოკლინის მალამო, რომელსაც ვხმარობ, მაგრამ მოშარდვა მიჭირს, ნაკადი ძალიან წვრილი. თკივილი და უსიამოვნო შეგრძნება რჩება. სისხლის საერთო - ნორმალური, შარდი - ნორმალური. გარდა ალბუმინისა, ალბუმინი მომატებული, (150, ნორმა 20-ზე ნაკლები). რას მირჩევთ ბატონებო, ვიღას მივმართო, როგორც ჩანს, საოპერაციო არ არის. აბა რა მჭირს? წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სმენადაქვეითებული ვარ და პასუხი ოსტით მირჩევნია. გაიხარეთ!
პასუხი:

მოგესალმებით!
პროსტატის ადენომა ( წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ) ერთ–ერთი ხშირი პრობლემაა მოწიფული ასაკის მამაკაცებში. ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის , რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას. პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა. მაგრამ აღნიშნული ჩივილების არსებობა არ არის საკმარისი რომ მამაკაცს სხვა დამატებითი კვლევების გარეშე დაუდგინდეს პროსტატის ადენომა. ყველა დაავადება რომელიც ახდენს ზეწოლას შარდსადენ მილზე ან იწვევს მისი სანათურის შევიწროებას, იწვევს გაძნელებულ მოშარდვის აქტს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჩივილებს.
როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, ჩვენი უროლოგის მიერ დანიშნული მკურნალობა ეფექტურია, ანუ პროსტატის ჯირკვალი ამ პათოლოგიური სიმპტომის წარმოქმნაში არ მონაწილეობს. შესაძლებელია თქვენი სიმპტომები უკავშირდებოდეს ნაწილობრივ ობსტრუქციას, რომლის გენეზსა და სახეობაში უნდა გაერკვეს უროლოგი. ამიტომ, გირჩევთ დაუკავშირდეთ ან ისევ მობრძანდეთ კონსულტაციაზე ბატონ ტარიელთან, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, მკურნალობის მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ განმეორებით გამოკვლევებს, ამის შემდგომ კი, გააგრძელებს ან შეცვლის მკურნალობის ტაქტს.
ჩვენი საინფორმაციო – საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა