მოგესალმებით,
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, ზოგადად მოგახსენებთ.
ცივი კიდურები ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე შესაძლოა მეტყველებდეს, ამ დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი.
ხელებისა და ფეხების სიცივე, შეიძლება რკინადეფიციტური ანემიითაც იყოს გამოწვეული.
კიდურებში სიცივის მიზეზი, შესაძლოა არასაკმარისი სისხლისმომარაგებით იყოს გამოწვეული, (სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა), რაც ხშირ შემთხვევებში იწვევს სხვა დაავადებებსაც. ამიტომ აუცილებელია მასთან ბრძოლა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკა უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !