მენჯ–ბარძაყის ოსტეოპოროზი

კითხვა: მაწუხებს მუხლების და მენჯ–ბარძაყის მიდამოების ტკივილები. გადაღებული რენდგენის პასუხში პაროზის საწყისი ეტაპია . მითხრეს არ ეშველებაო. როგორ მოვიქცე. ბოდიში. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ გამოიწვიოს.
ბარძაყის სახსრის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეში. ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ რენტგენოგრაფიული კვლევა და თქვენი პრობლემა უკავშირდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დისტროფიულ დაავადებას – კოქსართროზს (ოსტეოპოროზს).
დენსიტომეტრია , დღესდღეობით, ოსტეოპოროზის სადიაგნოზო ერთადერთი მეთოდია. ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, მისი მიმდინარეობისა და ხარისხის სარწმუნოდ შეფასება. ოსტეოპოროზი კი სიტყვა-სიტყვით “ფოროვან ძვალს” ნიშნავს და ძვლოვანი მასის შემცირებას გულისხმობს, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება. ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.
დღესდღეობით კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ოპერაციები მაღალ დონეზე და წარმატებით, ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
მობრძანდით, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა