მოგესალმებით,
პოდაგრა არის ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ვითარდება სახსრის ანთება. მას ახასიათებს რეციდივი ანუ ანთებითი პროცესის განმეორება. ყველაზე ხშირად პოდაგრა ყალიბდება ფეხის ცერა თითზე. მისი თანმდევი სიმპტომებია ტკივილი, ანთება და სიწითლე. ის შეიძლება ძალიან ბევრმა მიზეზმა გამოიწვიოს, თუმცა ყველაზე ხშირად მის პროვოცირებას იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით დაგროვილი შარდმჟავა, რომელიც სახსარში წარმოქმნის კრისტალებს. სწორედ ეს კრისტალები იწვევენ ტკივილს მოძრაობის დროს.
სამკურნალო პრეპარატების ისეთმა ჯგუფმა, როგორიცაა შარდმდენი საშუალებები, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს პოდაგრის განვითარებას.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი ,რომ ჭეშმარიტად პოდაგრასთან გვაქვს საქმე თუ ე.წ. Hallux Valgus – თან, ეს არის ცერა თითის ლატერალური გადახრა მომდევნო თითებისკენ. ცერა თითის ტერფის ძვლებთან შესახსრების მიდამოში ვითარდება მკვრივი ბორცვი, რომელიც ხშირად მტივნეულია.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და ექიმი დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით, მაწუხებს ორივე ფეხზე პოდაგრა. მაქვს ტკივილები .გავიკეთე ანალიზი სისხლში შარდმჟავის განსაზღვრა. რაც ნორმის ფარგლებშია. არადა თვალითაც ჩანს პოდაგრის გამოხატულება. რა შეიძლება გავაკეთო სწორი დიაგნოზის და მკურნალობის მისაღებათ. გმადლობთ ყურადღებისთვის
პასუხი: