კითხვა: გამარჯობა, მკერდში შევნიშნე სიმაგრე რომელიც დაემთხვა მესტრუაციის დაწყებას , შვილი არ მყავს ,17 წლის ვარ ,რისი ბრალი შეიძლება იყოს ?მადლობა!
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა გამომწვევი იყოს პრემენსტრუალური სინდრომი.
ზოგადად, პრემენსტრუალური სინდრომის 150 სიმპტომს გამოყოფენ.
პმს (პრემენსტრუალური სინდრომი) რთული პათოლოგიური სიმპტომოკომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის წინა დღეებში ვითარდება.
შესაძლოა, მკერდის გამაგრება გამოიწვია ჰორმონულმა დისბალანსმა.
თუ სიმპტომი, მენსტრუალური ციკლის დასრულებისას კვლავ აქტიური დარჩება, სასურველია, ჩაიტაროთ ენდოკრინოლოგიური კვლევები.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა