ჰიპოთირეოზი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა ,მაქვს ჰიპოთირეოზი ,ყიველ ორ თვეში ვიკეთებ tsh ანალიზს.წელიწად ნახევარია მქონდა სულ ნორმის ფარგლებში და ვსვავდი 75 მკგ ელთიროქსინს.ახლა მაქვს 5.2 . მაინტერესებს გავაგრძელო იგივე დოზა ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური დაქვეითებით გამოწვეული კლინიკური სინდრომია, რომელიც ხშირად ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციების შეფერხებით ვლინდება, თუმცა შესაძლებელია ასიმპტომურადაც მიმდინარეობდეს.
განასხვავებენ ჰიპოთირეოზის სამ სახეობას:

  • პირველადი ჰიპოთირეოზი;
  • მეორეული ჰიპოთირეოზი;
  • მესამეული ჰიპოთირეოზი.

პირველადი ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის არასრულყოფილი განვითარების, ჯირკვალში მიმდინარე ამა თუ იმ დესტრუქციული პროცესის ან ჰორმონების სინთეზის დარღვევის შედეგია.
მეორეული ჰიპოთირეოზი ჰიპოფიზის პათოლოგიით არის გამოწვეული, ხოლო მესამეული - ჰიპოთალამუსის.
თუ მკურნალობის დაწყებამდე ის მნიშვნელოვნად იყო მომატებული, მისი ნორმალიზება შესაძლოა 4-6 თვე გაგრძელდეს.
პირველი საკონტროლო გამოკვლევა ტარდება 2-3 თვის შემდეგ. ჰიპოთირეოზის კომპენსაციის მიღწევის შემდეგ ეს პარამეტრი ფასდება ერთწლიანი ინტერვალით ჰიპოთირეოზის მკურნალობა თირეოიდული სტატუსის ისეთ დაბალანსებას გულისხმობს, რომ სრულყოფილად და მყარად დაკმაყოფილდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ამ დროს შესაძლოა, დაინიშნოს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია.
გირჩევთ, თვითნებურად არ შეწყვიტოთ მკურნალობა და აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მკურნალი ექიმი.
მხოლოდ მისი პრეროგატივაა, მკურნალობის შეწყვეტა–გაგრძელება.
ამიტომ, მიჰყევით მის რეკომენდაციას.
ხოლო თუ გსურთ, სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა