პლანტარული ფასციიტი

კითხვა: მაქვს დეზი მესამე წელია,მაგრამ ქუსლის ტკივილს ვუძლებ,კოჭს ზემოთ მაქვს ელვისებური ტკივილები,ორი წელია ფეხსაცმელს 2-3 ზომით დიდს ვხმარობ რომ არ მომედოს.ვერ ვხრი სახსარში და ფაქტიურად ვკოჭლობ მარცხენა ფეხით.ეს დეზია თუ უკვე სხვა რამეა,ორჯერ გავიკეთე სხივები არაფერი შედეგი არ მომცა.ტელ ნომერი ყალბია,რადგან თავად გერმანიაში ვცხოვრობ .იქნებ ემეილით გამცეთ პასუხი
პასუხი:

ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) ძვლოვანი ქსოვილის მახათისებრი წანაზარდია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქუსლის ძვლის შუა ბორცვის ტერფძირის ზედაპირზე, იშვიათად კი მის უკანა მორჩზე.
მათი წარმოქმნის მიზეზი ზუსტად არაა დადგენილი. ითვლება, რომ დეზი შეიძლება წარმოიქმნას ტრავმის შემდეგ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ასევე იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს უწევს დიდხანს დგომა ან სიარული და ქუსლის ძვალი ნორმაზე მეტად დატვირთულია. არაა შემთხვევითი, რომ ქუსლის დეზი ხშირად შერწყმულია ბრტყელტერფიანობასთან.
პაციენტი, რომელსაც დეზი აწუხებს, ცდილობს, არ დააბიჯოს ქუსლს. ამან კი შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს კოჭ-წვივის სახსრის ფუნქციის დარღვევა.
კოჭის ნებისმიერი ძვლის, კუნთის, იოგის ან მყესის დაზიანება იწვევს მის ტკივილს. ძალიან ხშირი მიზეზი ძლიერი დაჭიმვაა, როცა კოჭის სახსარი ზედმეტად გადაიხრება.
კოჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
● აქილევსის ტენდინიტი;;
● ძვლის ფრაგმენტისებრი მოტეხილობა;
● ძვლოვანი გამონაზარდი;
● კოჭის/ფეხის მოტეხილობა;
● ბურსიტი;
● ე.წ პოდაგრა;
● ოსტეოართრიტი;
● რევმატოიდული ართრიტი;
● დაჭიმვა ან დაძაბვა;
● დატვირთვის მოტეხილობა.
დისტანციურად, თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში კოჭის ტკივილს, ქუსლის დეზის გარდა, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია.
გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ ტრავმატოლოგს, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა