ჰისტურიზმი ( ჭარბთმიანობა )

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ჭარბთმიანობასთან სამკურნალოდ რა ჰორმონების გამოკვლევაა საჭირო და რა ღირს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სხეულზე თმიანი საფარველის განვითარების მთავარ ფაქტორს ანდროგენები – მამაკაცის ჰორმონები – წარმოადგენს, სწორედ მათი გავლენით გარდაიქმნება ღინღლი უხეშ (ტერმინალურ) თმად, ხოლო როდესაც თმის ბოლქვები ჭარბად სტიმულირდება ანდროგენებით, თმის ზრდის პროცესი აქტიურდება, თმის ღერები ხშირდება, მუქდება, უხეშდება და ყალიბდება ჰირსუტიმი.
ასევე, ასეთი რამ ხდება საკვერცხეების პოლიცისტოზის, ინსულინრეზისტენტული მეტაბოლური სინდრომის, კუშინგის სინდრომისა და სხვა დაავადებების დროს.
ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად ტარდება:
● სისხლის ჰორმონული ანალიზი, რომლის მიზანია სისხლში ანდროგენების დონის განსაზღვრა;
● გინეკოლოგიური და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გაირკვეს, ხომ არ არის სტრუქტურული ცვლილებები აღნიშნულ ორგანოებში.
ძირითადი მიზეზია ჰორმონული დისბალანსი, ენდოკრინული პათოლოგია( ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის), საკვერცხეების ჰიპოფუნქცია. აუცილებელია შემდეგი, გამოკვლევების ჩატარება: პროლაქტინი, ესტრადიოლი, პროგესტერონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ტესტოსტერონი, TSH, FT4.
მხოლოდ მიზეზის დადგენის შემდეგ ექნება აზრი სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
თქვენს შემთხვევაში, ზუსტად რა ჰორმონების გამოკვლევა იქნება საჭირო, წინასწარ და დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, უშუალო ვიზიტისას უნდა შეიკრიბოს ანამნეზი, შეფასდეს ობიექტურად მდგომარეობა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დაგენიშნოთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა