პიობაქტერიოფაგი

კითხვა: მოგესალმებით,9 წლის ბავშვს ხახის ნაცხში ამოეთესა streptoccoccus pyogenes უხვი ზრდით, და staphylococcus aureus ზომიერი ზრდით. ბავშვს არაფერი არ აწუხებს, ექიმმა დაუნიშნა მხოლოდ პიოფაგი დღეში სამჯერ დასალევად. ერთი თვე,მაინტერესებს ეს მკურნალობა არის საკმარისი???
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც აღნიშნავთ, ბავშვს არაფერი აწუხებს, მაშინ საინტერესოა, რის საფუძველზე ჩაუტარეთ ბაქტერიოლოგიური ანალიზები?
პიობაქტერიოფაგი წარმოადგენს სტაფილოკოკური , სტრეპტოკოკური , პათოგენური ნაწლავის ჩხირის სამკურნალო - პროფილაქტიკურ პრეპარატს და იგი , თუ საქმე ყელის ინფექციას შეეხება, გამოიყენება გამოსავლებად.
ჩვენს ორგანიზმში არსებული მიკრობების რაოდენობა 2კგ-ია, 700 სხვადასხვა სახეობის ბაქტერია არსებობს ადამიანის პირის ღრუში, მათ შორის არიან, როგორც მავნე მიკროორგანიზმები, ისე სასარგებლოც, რომლებიც იცავენ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას და ეხმარებიან ორგანიზმს იმუნიტეტის შენარჩუნებაში.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , ძნელია ვიმსჯელოთ ან ბავშვის დაავადების , ან მოცემული დანიშნულების შესახებ .
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა