ხველება

კითხვა: გამარჯობათ.ხშირად მაწუხებს ბრონქები მაქვს სპაზმური ხველა და ნახველი..მაქვს სისუსტე.სპაზმური ხველა დღისით. სიცხე იშვიათად..ვღებულობ ანტიბიოტიკებს და ალერგიულ წამლებს ..რას მირჩევთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან , მაგალითად როგორიცაა მტვერი,კვამლი და სხვ.
სველი ხველის დროს, წარმოიქმნება ნახველი, რომელიც ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას.
ბრონქები სასუნთქი გზების ნაწილია, დატოტვილი მილების სისტემა, რომლის საშუალებით ჰაერი ტრაქეიდან (სასულედან) ფილტვებს მიეწოდება. ბრონქიტი კი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ.
ბრონქიტი მრავალი სახისაა, გამოვყოფთ ორ ჯგუფს: მწვავე, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს, და ქრონიკული, რომელიც უპირატესად ზრდასრულ პირებს ემართებათ.
ალერგიასა და სპაზმურ ხველებას, შესაძლოა იწვევდეს რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აერო ალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები).
გირჩევთ, თავი აარიდოთ უმართებულო თვითმკურნალობას, ვინაიდან შეიძლება ამან არასასურველი შედეგი გამოიღოს, სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას ექიმი გაგსინჯავთ ინსტრუმენტულად, შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
ასევე გვყავს პულმონოლოგიც, რომელთანაც კონსულტაციები მიმდინარეობს ოთხშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა