მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, თქვენი ჩივილები, ნერვის დაზიანების შედეგი იყოს.
თავის მხრივ, ნერვის დაზიანება შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიკურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა. ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი, მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან – ორშაბათი და სამშაბათი.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის და უფასო კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას. გისურვებთ ჯანმრთელობას !