კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს ნერვოზისთვის რამდენად კარგია ნოვარესტი
პასუხი:

მოგესალმებით,
„ნოვარესტი“ მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალებაა. მას როგორც ყველა პრეპარატს, აქვს უკუჩვენება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს, როდესაც მას პაციენტი მიიღებს თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე.
ამიტომ, მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია რეკომენდაცია მოგცეთ შესაბამისმა სპეციალისტმა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა