პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან

კითხვა: მოგესალმებით...ვარ 49 წლის..2 წელი არის გასული რაც მესტრუაცია არ მქონია და ბოლო 1 კვირა მქონდა გამონადენი და შემოწყდა...რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით!
მენსტრუაციის დროს განსაზღვრული ოდენობის სისხლის დაკარგვა ქალის ორგანიზმისთვის ნორმად მიიჩნევა, მაგრამ თუ ეს დანაკარგი ნორმას აღემატება ან ქალს არარეპროდუქციულ ასაკში საშოდან სისხლიანი გამონადენი აქვს, სასწრაფოდ უნდა მიმართოს გინეკოლოგს.საშვილოსნოსმიერი პათოლოგიური სისხლდენა გინეკოლოგიურ დაავადებათა საერთო სტრუქტურის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.
ჭარბ მენსტრუაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც სისხლის დანაკარგი 80 მლ-ზე მეტია, ან სისხლდენა შვიდ დღეზე მეტხანს გრძელდება. ხოლო ქალისთვის, რომელსაც, ასაკის ან მდგომარეობის კვალობაზე, მენსტრუაცია არ უნდა ჰქონდეს (მაგალითად, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში), საშოდან ნებისმიერი სახის სისხლიანი გამონადენი პათოლოგიურად მიიჩნევა.
ამიტომ ყველა ზემოთ აღწერილი შემთხვევა მოითხოვს გინეკოლოგთან დაუყოვნებლივ ვიზიტს, დროულ დიაგნოსტიკასა და ადეკვატურ მკურნალობას.
გამომწვევი ფაქტორის მიხედვით, სისხლდენა შესაძლოა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, თვემდეც კი გაგრძელდეს და იყოს ძლიერი, საშუალო ან მცირე/ლაქოვანი. ის შესაძლოა განვითარდეს მორიგი რეგულარული მენსტრუაციის, ოლიგომენორეის (35 დღეზე ხანგრძლივი ინტერვალების მქონე არარეგულარული ციკლი), ამენორის (მენსტრუაციის არარსებობა 6 თვის და მეტი ხნის განმავლობაში) ფონზე ან მენსტრუაციათაშორის პერიოდში.
კლინიკური სურათის სიმძიმე სისხლის კარგვის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადინამია, თავბრუხვევა, ყურების შუილი, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე და სხვა.
გირჩევთ ,კონსულტაცია გაიაროთ გინეკოლოგთან. გვაქვს უფასო კონსულტაციის დღეები ხუთშაბათს და შაბათს , მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა