ჰიპოთირეოზი

კითხვა: გამარჯობა, ვარ 25 წლის მაწუხებს დაბალი წნევა ჰაერის უკმარისობა, გულის არეში ჭვალის მსგავსი ტკივილები, თავის ხშირი ტკივილები და დარღვეული მენსტრუაცია რამე არის ამ ტკივილების საერთო ? ან ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე,ვივარაუდეთ მოსახლეობაში ძალიან გავრცელებული და ხშირად ყურადღების მიღმა დატოვებული დაავადება,რომლის შესახებაც გთავაზობთ ჩვენს სტატიას და რეკომენდაციებს !
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის ჰორმონებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის მთელი ონტოგენეზის განმავლობაში. ამ ჰორმონთა ბიოლოგიური მოქმედება ორგანიზმის მრავალ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე ვრცელდება. ისინი განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. მათი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს ქსოვილების, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინის ქერქის დიფერენცირება, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება, ბიოენერგეტიკული და მეტაბოლური პროცესები, ხორციელდება რეპროდუქციული ფუნქციები, ხდება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაცია.ჰიპოთირეოზი კლინიკური სინდრომია, რომელიც თირეოიდული ჰორმონების მყარი დეფიციტით არის გამოწვეული. პათოგენეზის მიხედვით განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ ჰიპოთირეოზს.ჰიპოთირეოზის კლინიკური სურათი მის ეტიოლოგიაზე, პაციენტის ასაკზე, ასევე, თირეოიდული ჰორმონის დეფიციტის განვითარების ხანგრძლივობასა და ხარისხზეა დამოკიდებული. ჰიპოთირეოზის კლინიკური დიაგნოსტიკის ძირითადი პრობლემა სპეციფიკური სიმპტომების არარსებობაა. ჰიპოთირეოზის მსგავსი სიმპტომები გვხვდება არაერთი სომატური და ფსიქიკური დაავადების დროს. უფრო მეტიც - ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 15%-ს შესაძლოა ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი გამოაჩნდეს. ამიტომ ჰიპოთირეოზს დაავადებათა იმ ჯგუფს მიაკუთვნებენ, რომლის ამოცნობისას კლინიკური სურათი აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული სანდო ლაბორატორიული მონაცემებით. საყურადღებოა ისიც, რომ არ არსებობს უშუალო კავშირი ჰორმონების დეფიციტსა და კლინიკურ გამოვლინებას შორის. ძირითადი კლინიკური ნიშნებია: საერთო სისუსტე, დეპრესია, კანის სიმშრალე, თმის გაძლიერებული ცვენა, შეკრულობა, ჰიპოქრომული ანემია, გამონაჟონი პერიკარდიუმის ღრუში, დიასტოლური ჰიპერტენზია, ათეროგენული დისლიპიდემია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა, ლიბიდოს დაქვეითება. ეს სიმპტომები არასპეციფიურია და შესაძლოა, არც იყოს გამოხატული. მკვეთრი და ხანგრძლივი ჰიპოთირეოზის დროს ყალიბდება მიქსედემური გარეგნობა .
თქვენი სიმპტომატიკა შესაძლოა სწორედ ამ პათოლოგიას უკავშირდებოდეს ,თუმცა საჭიროა ეს დადასტურდეს შეაბამისი კვლევების საფუძველზე .ამიტომ გირჩევთ , მიმართოთ ენდოკრინოლოგს . თუ დაინტერესდებით ჩვენი კლინიკით ,შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია ,რომლის ფარგლებშც ენდოკრინოლოგთან ვიზიტს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას ელასტოგრაფიით ჩაიტარებთ მხოლოდ 49 ლარად . საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ ენდობით კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა