პარესთეზია

კითხვა: გამარჯობა. ბოლო პერიოდია კიდურებში მაქვს დაბუჟების და ღიტინის შეგრძნება, განსაკუთრებით ზედმეტად გადატვირთვის ან დასვენების შემდგომ, როგორც მითხრეს შესაძლოა იყოს პატესთეზია, ასეთ შემთხვევაში რა გამოკვლევები ტარდება და ვის უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,

კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია, რადგან მათში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდიან, რაც პარესთეზიას -   ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.

დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.

ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პერიფერიულ ნეიროპათიას, რაც აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.

დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ  შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას მოგცემთ სპეციალურ „დავალებებს“ , გაგსინჯავთ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.

ხოლო, თუ გამოიხატება მაგნიურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ აღნიშნულ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა