კითხვა: მოგესალმებით, მაქვს რეინოს სინდრომი უკვე 4 წელია. დავდიოდი ანგიოლოგთან და ვიტარებდი მის მიერ დანიშნულ მკურნალობას,თუმცა უშედეგოდ და შევწყვიტე. გთხოვთ მიპასუხოთ, იკურნება თუ არა, თუ იკურნება როგორ, ან ვის უნდა მივმართო? წინასწარ-მადლობა.
პასუხი:
მოგესალმებით! ჩვენი რჩევა იქნება გააგრძელოთ ანგიოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობა. ან შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში დაგაიაროთ უფასო კონსულტაცია ჩვენს ანგიოლოგთან.(უფასო კონსულტაციის აქცია ეხება ყველა მოქალაქეს ვისაც აქვს საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა). საერთოდ, რეინოს დაავადების მკურნალობა არის კონსერვატიული, ხოლო ხოლო მისი უეფექტობის დროს საჭიროა დამატებითი კვლევები ჰელიკობაქტერიის არსებობის დასადგენად.დადებითი შედეგის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო თერაპია .
ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე 577 119 19 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !