გასტრიტი

კითხვა: გამარჯობათ.... კუჭის პრობლემა ან რამე ტკივილი არასდროს მქონია...ბოლო 2წელია კი მჭადის ფქვილისგან დამზადებულ საკვებს რომ ვღებულობ ძალიან მტკივდება კუჭი და მაქვს გულძმარვა....რისი ბრალი შეიძლება იყოს,ეს? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს ან თანდათანობით განვითარდეს .
კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის იგნორირება არ შეიძლება! ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია. ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია.
კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი თავისთავად არ იწვევს რაიმე გართულებას, თუმცა მუდმივი დისკომფორტი აუარესებს ცხოვრების ხარისხს და არცთუ იშვიათად საკვების მიღების სასიამოვნო პროცესს ტკივილის მოლოდინის შემაწუხებელი შეგრძნება ცვლის. არცთუ იშვიათად ამ რთული სიტაუაციიდან პაციენტები მარტივ “გამოსავალს” პოულობენ - თავს არიდებენ კვებას, რაც წონის კლების მიზეზად იქცევა. პაციენტი სუსტდება, მას ადვილად ემართება ის დაავადებები, რომელთა განვითარების ალბათობას ცუდი კვება ზრდის.
გირჩევთ ,მიმართოთ გასტროენტეროლოგს ,რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის მოგვარებაში . ასევე ,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , თუ დაინტერესდებით და ჩაიტაროთ სრული გასტროენტეროლოგიური კვლევა , მხოლოდ 90 ლარად (გასტროსკოპია ,ვიზიტი გასტროენტეროლოგთან , ქირურგთან კონსულტაცია ) . წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა