მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ საქმე ეხება ოსტეოპოროზს რომელიც არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება.
ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და შესაძლოა მოტეხილობით გამოვლინდეს .იმავდროულად კი , შესაძლებელია აღინიშნებოდეს ოსტეოართროზი ,მითუმეტეს თუ თქვენ შუახანს გადაცილებული ბრძანდებით .
დიაგნოსტირებისათვის და დროული მკურნალობის დასაგეგმად, აუცილებელია, პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ ტრავმატოლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ დამატებით საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
ვიზიტისას შესაძლოა, მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !