ლავიწის მოტეხილობა

კითხვა: ჩემს შვილს 19 წლის ბიჭს გაუტყდა ლავიწის ძვალი, მოტეხილობა არის კუთხით, ოდნავ ამოწეული, ზოგი მეუბნება ოპერაციაა საჭიროო, ზოგი არა, დაწყებულია შეხორცება, აცვია ფიქსატორი, მაინტერესებს ეს მომავალში ხელს ხომ არშეუშლის ან მოძრაობაში, ან ველოსიპედზე დაჯდომაში, ან სიმძიმის აწევაში (სამუშაოზე უწევს ცოტა სიმძიმის აწევა), თვითონაც სამედიცინოზე სწავლობს და აპირებს ტრავმატოლოგობას. მთელი ცხოვრება ხომ არ დასჭირდება გაფრთხილება, თუ მხოლოდ ვიზუალურად დარჩება ასე
პასუხი:

მოგესალმებით!
ლავიწის ძვლის მოტეხილობა ხშირი დაზიანებაა, განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში. ლავიწის ძვალი აკავშირებს მკერდის ძვლის ზედა ნაწილს ბეჭის ძვლის კიდესთან. ლავიწის ძვლის მოტეხილობის ხშირი მიზეზებია: წაქცევა, სპორტული ტრავმა ან საგზაო შემთხვევა.
ცხადია, ოპერაციის შემთხვევაში დაზღველი იქნებოდით ნებისმიერი არასასურველი ეფექტისგან. მათ შორის, ვიზუალური/კოსმეტიკური თვალსაზრისით.
დისტანციურად დიაგნოსტირება არაპროფესიულია.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება პაციენტს დამატებითი კვლევები, ხოლო შემდეგ კი, ტრავმატოლოგი დანიშნავს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ, ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა